|
2021-10-29 21:38:42, 441 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის. საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის უსაფრთხო გადაყვანისთვის ვერტმფრენსაც გამოვიყენებთ
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს. რატი ბრეგაძემ ეს განცხადება სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას გააკეთა. „ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას. რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" დეზინფორმაციის გავრცელებით და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიპულირებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. ამის მაგალითად იუსტიციის მინისტრმა №17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძარი მოიყვანა. „როდესაც №17 დაწესებულებაში გაჩნდა ხანძარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის" აქციას დაემთხვა, მაშინაც ავტომატურად დაიწყეს განცხადებების კეთება, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი, გამოკეტილი ჰყავდათ პატიმრებს დაცვა და ჩვენ ამ ბუნტს ვახშობდით. ეს იყო მორალური დაცემის კლასიკური მაგალითი. დავინახეთ, თუ სადამდე შეიძლება დაეშვას პოლიტიკური ჟინით და ძალაუფლების უკან დაბრუნების სურვილით დაბრმავებული პოლიტიკოსი. ჩვენი პასუხი ყოველთვის არის სიმშვიდე და სიმართლის თქმა. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ბევრად უკეთ იქნება კიდევ ხვალ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)