|
2021-10-29 18:03:39, 588 ნახვა
პოლიტიკა
TI - „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2021 წელს დაახლოებით 155 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში 23,227,322 ლარის პოლიტიკური შემოწირულობა გაიცა. ანგარიშის მიხედვით, სრული თანხის 71% ანუ 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გარდა ამისა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. "პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს". - ვკითხულობთ ანგარიშში.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)