|
2021-10-29 12:26:37, 813 ნახვა
საზოგადოება
„არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენია - „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კუთხით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის უფროსმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციებისა და გამოწვევების ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადობისა და წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ამ მიმართულებით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა და ყურადღება აქტიურ რეზერვზე. გაწვევის სისტემაზე, გვარდიის ამოცანებზე გაამახვილა. კონფერენციაში საქართველოს ეროვნული გვარდიის გარდა, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, უკრაინის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის განვითარების კუთხით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და მიზნად ეროვნული გვარდიის მდგრადობისა და წინააღმდეგობის კუთხით აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)