|
2021-10-28 14:25:13, 800 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, უსახური ავტოფარეხების ადგილზე მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის შესახებ, დიდუბის რაიონის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამჯერად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი. სანაცვლოდ კი, მათთან შეთანხმებული პროექტით, დიდუბის გამგეობა მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. მსგავსი პროექტი რაიონში უკვე მეშვიდედ ხორციელდება. ტერიტორია 1 300 კვ.მ ფართობს შეადგენს და პროექტის მიხედვით, მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე: საბავშვო ზონა, დეკორატიული ბილიკები, განათების სისტემა, საპარკე ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ამასთან, მიმდებარედ არსებულ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ფარეხების დემონტაჟის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. მამუკა ვეკუამ მოსასვენებელი სივრცის პროექტის დეტალები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)