|
2021-10-28 12:16:10, 659 ნახვა
პოლიტიკა
საია – არჩევნების მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოირჩეოდა დაძაბულობით, იყო ძალადობრივი ქმედებები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა. საია–ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაძაბულობით გამოირჩეოდა, იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. „როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა და დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით ძალადობის ფაქტები გამოვლინდა და თვლით, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით იყო გამოკვეთილი. ასეთი ფაქტები ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „საქართველოსთვის", ასევე, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ამ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების" კანდიდატის და მათი კოორდინატორის მისამართით. ამ ფაქტებთან მიმართებით ვთვლით, რომ აუცილებელია შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება და ეს მნიშვნელოვანია, წარიმართოს დროულად. ვნახეთ, იყო ტენდენცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ხელის შეშლასთან ფაქტებთან მიმართებით. იყო სხვადასხვა ბანერების, პლაკატების დაზიანების ფაქტები, ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოექცა 14 ოქტომბრის აქციის წინ, როცა თბილისისკენ მოემართებოდნენ კოლონები და იქ განვითარებული მოვლენები, როდესაც მათ ე.წ. ცოცხების კორიდორი მოეწყვეს. ვნახეთ, შეკრებილი პირები თბილისისკენ მომავალ ადამიანებს აგინებდნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ და ჩვენი შეფასებით ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. იქ მობილიზებული იყო პოლიზიცია და მათ შეეძლოთ შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი ან სხვა ღონისძიება გაეტარებინა", – განაცხადა სვიმონიშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)