|
2021-10-27 12:41:08, 1100 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის განაცხადებით, 2 ოქტომბერს არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. „30 ოქტომბერს მუნიცპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გამიართება საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩასატარებლად. მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რაც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 ათასზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ახლა კი წინ მეორე ტურია საარჩევნო ადმინისტრაცია 40 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საარჩევნო კომისის წევრებს მიუხედავად რა პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები არ დაიშურონ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატარონ არჩევნები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)