|
2021-10-26 15:10:18, 949 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - „ფეისბუქში” საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი გამოავლინა. - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. „აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში, თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ, ახლობლებს სთხოვონ, აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი. ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებული. ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით, ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი, კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს." - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)