|
2021-10-25 20:02:50, 821 ნახვა
პოლიტიკა
ვალდის ზატლერსი - პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს!
ჩემო მეგობარო მიშა, იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული... ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დამთავრდება - ასე მიმართავს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მისი თქმით, პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს "პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს! მას არაერთხელ შევხვედრილვარ, იყო ეს აგვისტოს ომი თუ 2012 წლის არჩევნები, რომელიც მან წააგო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მან ღირსეულად გადააბარა მთავრობა. ხელისუფლების პირველი დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემა სააკაშვილის დამსახურებაა.სააკაშვილს საქართველოსთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ის იყო და არის ქართველი ერის პატრიოტი. ხშირად ვიხსენებ ჩვენს ბოლო სადილს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილის სანახავად უნდა წავსულიყავი. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, შეგიძლია მირჩიო, თუ როგორ მოვახერხო მასთან თანამშრომლური საუბარი-თქო. სააკაშვილმა ის კი არ მიპასუხა, ჩემს მტერთან რატომ მიდიხარო, ამის ნაცვლად რჩევები მომცა. მაშინ დავაფასე მისი ლიდერობის პოტენციალი, რომელიც მტრობაზე უფრო მაღლა დგას. ჰოდა, აი ამ ადამიანს ვეუბნები: ჩემო მეგობარო მიშა, იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული... ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დამთავრდება," - განაცხადა ვალდის ზატლერსი
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)