|
2021-10-25 18:09:04, 625 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში
ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქარელში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სრულდება შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას. დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)