|
2021-10-25 12:57:39, 547 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გვარამიამ თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით
„გვარამია თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად. „რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით და, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. როგორც ცნობილია, 2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება. ნიკა გვარამიას ცნობით, №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)