|
2021-10-24 19:49:06, 741 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება
სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული და თუ ის შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს. „სააკაშვილის მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ. ჩანს ამაშიც დამოკიდებულება. როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები. ახლა ჩამოვიდა მისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში თქვენი ბელადი, მინდა დაგამშვიდოთ. სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის მატყუარა კაცია, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, ის თუ თავისი ნებით შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)