|
2021-10-24 17:21:13, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს
მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ, მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი. უნდა ჩავერთოთ, ავიცრათ. ჩვენ ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი ეფექტი, ასე ვთქვათ, ეფექტური შედეგი, მაგრამ ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ძალიან ბევრ ეევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს, არ უნდა დავუგდოთ ყური, არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)