|
2021-10-23 17:08:31, 904 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე – მიხეილ სააკაშვილს ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს
წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ „ბალაგანზე“, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა, - ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ, ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მისი ცხოვრების უზარმაზარი და ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. „წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე, საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23 დღეა და გონება როგორც ყოველთვის სამართებელვით აქვს, მაგრამ 23 დღე შიმშილობა, გინდა წყალი სვი, გინდა წვები სვი, გასაგებია, რომ ბობი სინსმა 77 დღე იშიმშილა გაერთიანებული სამეფოს ციხეში, მაგრამ სადღაც ოცდარაღაცა დღის შემდეგ, ადამიანი არაფრად აღარ ვარგა“, – განახცადა ვაშაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)