|
2021-10-23 12:45:56, 573 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, ცაგერში ჩვენი კანდიდატი გიორგი ნებსაძე, მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს
დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, ბატონი გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას სულ, რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში, რაც არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი და მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება" არჩევნებს. „გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. მე გაგახსენებთ ხურჩის ე.წ ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი დაზიანდა, ერთ-ერთი ქალბატონი დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს, წარმოიდგინეთ, როგორი გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ, მართლაც სანიმუშო და ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი გიორგი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ ყველგან და არ მივცეთ საშუალება არც ერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)