|
2021-10-23 12:35:50, 1082 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე - გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებენ და ააგეს სპეცრაზმის მობილიზებაზე აბსურდული პანიკა
ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ მოიმოქმედებდნენ აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სამეგრელოში მობილიზებულ სპეცრაზმთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ძალადობის დრო დამთავრებულია და აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს. „ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადებაც. გუშინ ღამით, თუ მიაქციეთ ყურადღება სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა, არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩვენ ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას, ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)