16:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 11:08:58, 1133 ნახვა

მსოფლიო
Pfizer -ის ვაქცინის გამოყენება 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში 91%-ით ეფექტურია

Pfizer-ის ვაქცინა თითქმის 91%-ით ეფექტურია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომური ინფექციების პრევენციისთვის. - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერები აცხადებენ.

მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლის ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს.

კვლევაში მონაწილეობდა 2,268 ბავშვი ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებმაც მიიღეს ორი დოზა სამი კვირის განმავლობაში. თითოეული დოზა იყო მოზარდებისა და მოზრდილებისთვის მიცემული დოზის მესამედი -10 მიკროგრამი. მათი თქმით, მცირე დოზა სპეციალურად შეირჩა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გვერდითი მოვლენების გამოწვევის რისკი.

ამასთან, თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ამ დრომდე აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 190 მილიონი ადამიანი, აქედან 11 მილიონი - 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდია, რომელიც „ფაიზერითაა“ აცრილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics