|
2021-10-22 17:45:05, 798 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო
ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ეს სიტუაცია სასაცილო, აბსურდული და კომიკურია. "ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ ე.წ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია. ყოველდღიურად პატიმრებს შორის უამრავი გადაძახილია და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება, უბრალოდ ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ, აბსურდი და სასაცილო სიტუაცია", - აცხადებს ადვოკატი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)