|
2021-10-22 13:17:08, 748 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია, ის ამ ვარიანტს არ განიხილავს
მიხეილ სააკაშვილი არ განიხილავს ციხის რომელიმე საავადმყოფოში გადასვლას. - ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თქვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის მიცემული პირობის გატეხვა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში გადაიყვანდნენ. "მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, რომელიღაც ხელის ბიჭში პერსონალურმა ბოღმამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელიღაც ციხის საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი და ამაზე ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს. მისი ამმოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე არის ის განცდა, რომელიც ხალხის მიმართ გააჩნია". - ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)