00:31 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:01:23, 726 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ევროპარლამენტარებზე - არ მაინტერესებს მათი რჩევა-მოწოდება, სააკაშვილისთვის მიხედათ, როცა გამოზარდეს დიქტატორი

არ მაინტერესებს არც მათი რჩევა და არც მოწოდება, მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების მიერ, მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით „არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავებს დრო ამ ქალაქში და ქვეყანაში არ დაბრუნდება“

„ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილს, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და მისი მეუღლე, გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით და ჭკუას გვარიგებს და რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს არც მათი რჩევა და არც მათი მოწოდება. ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics