00:31 - 15 Aug, 2026
|
2021-10-21 13:33:02, 709 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, სხვა დაწესებულება გამორიცხულია
საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება პატიმარი სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და გამორიცხულია. „მე, რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მივისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენ იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)