|
2021-10-21 10:42:01, 1177 ნახვა
პოლიტიკა
ანა ფოტიგა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოვახდინე
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში, შესწორების ინიცირება მოახდინა. „როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - წერს ანა ფოტიგა. აღნიშნული შესწორება, რომლის ინიციატორი ანა ფოტიგაა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე შეახსენებს რუსეთს საერთაშორისო აღებულ ვალდებულებებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს რუსეთს, ხელი შეუწყოს პროგრესს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ამასთანავე, მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების ხელყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)