|
2021-10-20 11:17:14, 376 ნახვა
საზოგადოება
პროექტის GQSP-Georgia ფარგლებში საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ინსტიტუციური გაძლიერება მოხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ვალიდაციის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. „ქართული პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები სტანდარტებზე, სერტიფიცირებაზე და რაც მთავარია, ლაბორატორიულ მომსახურებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაძლიერდეს ლაბორატორიული შესაძლებლობები, რათა, ერთი მხრივ, საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მეორე მხრივ, ლაბორატორიულმა სექტორმა შეძლოს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია ლაბორატორიების ტექნიკური გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, აკრედიტაცია, რაშიც დონორი ორგანიზაციები მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად, პროექტის GQSP-Georgia ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ინსტიტუციური გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ლაბორატორიების საჭიროების დაკმაყოფილებას არაერთი მიმართულებით. კეძოდ, გაიმართება კონსულტაციები და ტრენინგები აკრედიტაციასა და შესაბამისი სფეროების გაფართოებასთან დაკავშირებით, მოხდება საკვალიფიკაციო ტესტირებები და ლაბორატორიათშორისი შედარებები (PT/ILC), ხელი შეეწყობა ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, გააქტიურდება ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (სამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, ასოციაციები და ა.შ.) და ა.შ. შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლაბორატორიული ქსელის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)