|
2021-10-19 18:05:09, 805 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მოსახლეობა გამოიყვანეს რუსთაველზე და „მიშა, მიშა“ აძახებინეს
როგორ ილუზიებში ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ასეთივე ილუზიებში არიან ისინი ახლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი საწინააღმდეგო ფაქტორის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის თითქმის ნახევარმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. „მათ წააგეს კატასტროფულად არჩევნები, ამაზე ცუდი შედეგები არ შეიძლება ყოფილიყო. ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება", ჩვენ ავიღეთ 47% თითქმის, მით უმეტეს იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამას დაემატა შიდა ღალატიც და ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელმაც იმუშავა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამის მიუხედავად, მთელი მოსახლეობის 47%-მა, თითქმის ნახევარმა, გამოგვიცხადა უპირობო მხარდაჭერა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ჩვენი მოსახლეობა გაიმარჯვებს. როგორც მათ სამწუხაროდ, საუბედუროდ, აზეიმეს აგვისტოს ომის შემდეგ, გამოიყვანეს რუსთაველზე და „მიშა, მიშა" აძახებინეს, ასეთ პირობებში არიან ახლაც და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ილუზიებში უწევთ მათ ცხოვრება", - განაცხადა პრემიერმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)