|
2021-10-19 17:41:17, 760 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა სააკაშვილი თანახმაა
თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. "უნდა დაველოდოთ ალბათ კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა არ იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა. მისივე თქმით, შესაძლოა სტანდარტულ ფორმაზე ხელიუფლებამ უარი განაცხადოს და საკაშვილი ციხის ციხეში მოათავსონ. "დარწმუნებული ვარ, აქაც ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ", - განაცხადა საძაგლიშვილმა. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)