|
2021-10-19 17:29:04, 721 ნახვა
პოლიტიკა
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - ნიკა მელია კალაძეს დებატებში იწვევს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში იწვევს. ამის შესახებ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. „კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ. ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!“, - წერს მელია.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)