|
2021-10-19 10:44:09, 601 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გააცილა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას მასპინძლობა საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გაუწია. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი შეხვედრების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)