|
2021-10-18 15:02:39, 672 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვხედავთ და ველით, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება
აშშ მუდმივად, დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გზაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მუდამ ხედავს და ელის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდება. „საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა დღეს, გვქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გვეხილა და გვესაუბრა მათთან. აშშ დამოუკიდებლობის დღიდან, მუდმივად მხარს უჭერდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს ძალისხმევას, მუდამ ვხედავთ და ველით, რომ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ გამოვხატეთ რწმენა საქართველოს მიმართ, რომ გააუმჯობესებს ამ მიმართულებას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)