|
2021-10-18 14:54:38, 708 ნახვა
პოლიტიკა
ლოიდ ოსტინი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და უცვლელია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი და მტკიცეა. ამასთანავე, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, ამაღელვებელი ფაზაა ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ქვეყნებს შორის. „დავიწყებ მადლობით მინისტრ ბურჭულაძის მიმართ, რომელიც მმასპინძლობს, მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის ჩემი პირველი ვიზიტის დროს. აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა. უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობს, როგორც საფუძველი ძალისხმევისთვის, ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვის უნარების ზრდისთვის. დღეს მაქვს პატივი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას, ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)