|
2021-10-17 12:20:21, 865 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება
ქვეყანაში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე ვეტერანებს სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება. „საზოგადოების განვითარების საზომი არის ის თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა კობა კობალაძე ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)