|
2021-10-16 11:50:56, 791 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - საოლქო კომისიები ორი ოქტომბრის არჩევნების შედეგებს დღეს შეაჯამებენ
საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს დღეს შეაჯამებენ, სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანმა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას. „დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ. შემაჯამებელი სხდომები 12:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას, იმისათვის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით შეძლონ შეჯამებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა; აქედან გამომდინარე, თითოეულ კომისიაში, შედეგები კანონიერ ძალაში შესული, ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შეჯამდება. როგორც კი საოლქო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ შეჯამების პროცესს, ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. ამასთან გაცნობებთ, რომ დღეს, 20:00 სთ-ზე ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია შეაჯამებს თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების და თბილისის მერის არჩევნების შედეგებს. სწორედ სხდომაზე მიიღებს ცესკო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვრავს 30 ოქტომბრის მეორე ტურის ორგანიზებისთვის აუცილებელ ღონისძიებებსა და ვადებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)