|
2021-10-14 19:22:11, 729 ნახვა
პოლიტიკა
ანზორ მელია - მიხეილ სააკაშვილი არის გმირი პრეზიდენტი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა!
თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით, ბატონო პრეზიდენტო, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ საპროტესტო აქციიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებამდე ცოტა დარჩა, ის გამოვა ციხიდან და იზეიმებს გამარჯვებას. „ამ ტრიბუნიდან მინდა მივესალმო ჩვენ გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ რომ იცი, ძალიან მალე, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით, მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემ ზუგდიდს. მე ზუგდიდს, ისე როგორც საქართველოს, არასდროს ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს. ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი, ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს - ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი, თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)