|
2021-10-13 15:53:23, 664 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლებს გამარტივებული ანაზღაურების პროცესს სთავაზობს
თიბისიმ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას. თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის იმ მომხმარებლებზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი. 3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი. ამასთან უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5 და 10 ლარიანი ნაკრებები და კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი. აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)