|
2021-10-13 15:38:50, 625 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ციხის ექიმების მონიტორინგზე თანახმაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხდებით, ექსპრეზიდენტი უარს არ ამბობს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე , რომ იგი ციხეში ექიმების ჯგუფმა შეამოწმოს. როგორც ადვოკატი აცხადბს, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება რომ სპეკულაციებს აარიდონ თავი, მაგრამ სპეკულაციას უწოდებს იმას, რომ სააკაშვილს პირად ექიმთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა. „ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ, სპეკულაციები ის უფროა როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მისი პირად ექიმის არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი, რომელი ციხეში ზის. სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით, არ ამბობს უარს, პირიქით ამობობს, რომ თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან. კიბეებზე უწევს სიარული და უკვე ნელნელა უჭირს , ანუ აქტიური მოძრაობები უჭირს და შენელებული აქვს."- განაცხადა გიორგი გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარძეს თხოვნით მიმართა, რათა შეექმნათ ექიმთა ჯგუფი, რომელიც ყოფილი პრეზიდნტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)