|
2021-10-13 13:19:43, 527 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში გერმანული მხარის წვლილზე, გაწეულ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოს ეფექტური სატრანზიტო მხარდაჭერა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)