|
2021-10-13 12:57:39, 691 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში შესვლის უფლება საერთოდ არ მისცენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდეს. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა რომ მასთან პირადი ექიმი შეუშვან, თუმცა მანვე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ არ მისცეს სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა. "გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიცაა, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება ალბათ, ამ პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ განცხადებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება", – განაცხადა ადვოკატმა. მისი მოთხოვნაა, ნიკა ყიფშიძეს ჰქონდეს შესაძლებლობა მასთან ვიზიტის განხორციელების. გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან კარგად ვიცით, როგორ იქცევა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, შესაბამისად, შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა ცხადია, ეს იქნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა, იმ პირობებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს", – აღნიშნა ადვოკატმა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)