17:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 17:46:02, 1184 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინას პირად ინტერესთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, კერძოდ,  ანტიოლიგარქიულ კანონს - ამის შესახებ ინფორმაციას  “Украинская правда” უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სამომავლო ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება, მათ შორის თანამდებობებზე დამსახურებით არჩევის პროცესი.

“ევროკავშირი მიესალმა უკრაინის ძალისხმევას შეზღუდოს კორუფციის შესაძლებლობები და მისი ერთგულება კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (" დეოლიგარქიზაცია "), მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის იურიდიულად დასაბუთებული მიღება და გატარება. ევროკავშირი მოვუწოდებს უკრაინას გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე დაადასტურა უკრაინიის მუდმივი მხარდაჭერა ფართომასშტაბიანი რეფორმების მისაღწევად, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში და კორუფციასთან ბრძოლაში.

თავის მხრივ, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება წესდების რატიფიკაციისადმი როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, 23 სექტემბერს უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს ოლიგარქების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics