|
2021-10-11 14:21:16, 689 ნახვა
საზოგადოება
DRI - სამხრეთ ოსეთის „კგბ“-მ სოფელ მიდელაანის მკვიდრი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს. ამასთანავე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)