01:09 - 02 Aug, 2026
|
2021-10-10 12:09:10, 756 ნახვა
საზოგადოება
37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა - იგი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
ბათუმში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. კლინიკა მედცენტრის დირექტორის, მედეა ქაჯაიას ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, რადგან ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება. "პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ველოდებით რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება".- ამბობს ექიმი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)