|
2021-10-09 19:13:02, 869 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული დარღვევების გასაპროტესტებლად და საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ მესხის გადადგომის მოთხოვნით, დღეს საღამოს 8 საათზე ქალაქის ცენტრში აქცია გაიმართება. - ამის შესახებ გუშინ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. ზუგდიდში, ენმ-ს რეგიონული შტაბის წინ აქციის მონაწილეები 8 საათისთვის შეიკრიბებიან. როგორც ოპოზიიის წევრები ამბობენ, ისინი არ შეეგუეიან ხმების გაყალბების ფაქტს. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიცვალა ფორმატი. მსვლელობა იქნება მდუმარე "იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა, იმ ხელისუფლებას რომელიც განსაკუთრებით ამ ტრაგიკულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა და არჩევნების შედეგებს კი არ აყალბებდა, წერდა" - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმების გადათვლის შედეგად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია დამარხებულად გამოაცხადა, მაშინ როდესაც ხმების დათვლამდე ის გამარჯვებული იყო პირველივე ტურში. აღნიშნული ფაქტის შედეგად "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)