|
2021-10-08 20:02:11, 939 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ხელისუფლებამ თქვა, მეშინია სააკაშვილის გამოჩენის საზოგადოებაში და სასამართლო დარბაზში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების განხილვის დაჩქარებაზე, სასამართლომ უარი განაცხადა როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , ამის მიზეზად დასახელდა, რომ სხდომა ჩანიშნულია 10 ნოემბერს და სწორედ ამ დღეს გაიმართება საქმის განხილვაც. "ჩაგვბარდა განჩინება, სადაც მოსამართლეები ვინც არიან მითითებული, შეგვიძლია, მივუთითოთ სერგო ორჯონიკიძე, გიგლა ბერბიჭაშვილი... არ იქნება დიდი სხვაობა. ეს არის ის ხალხი, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ აწერენ ხელს. ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის ჯიბეში ჩასხდნენ. მათ დღეს უარი თქვეს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის პროცესის გამართვაზე. მიზეზად მოაქვთ, რომ სასამართლო დატვირთულია -სრული აბსურდი, დროის მეტი რა აქვთ?! ზოგიერთი მათგანი წინა დღეებში სხდომებსაც არ ატარებდა. მიზეზად მოაქვთ, რომ ჩვენ ხომ შევთანხმდით 10 ნოემბერზე, სექტემბრის თვეში, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პროკურატურის დაკრულზე იღებენ გადაწყვეტილებას სხდომების გადაწევა -გადმოწევაზე გადაწყვეტილებას და გვახსოვს ნიკა მელიას პროცესი როგორ ფორსირებულად ჩაატარეს. მოკლედ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა: მეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, მეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა სასამართლო დარბაზში, მათ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შიში აქვთ. სხვანაირად ვერ აიხსნება პროცესების განხილვის დაჩქარებაზე უარის თქმა. ბიძინა ივანიშვილი შეძრწუნებულია და შიშისგან თრთის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნით და მისთვის პანაცეასავითაა, რომ სააკაშვილი იყოს იზოლირებული",- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)