|
2021-10-08 15:46:18, 887 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - როდესაც პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, უდიდესი პრობლემაა
როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას. ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, ყველა საქართველოს მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისთვის, როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს და ამიტომ კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც ღია და უტიფარი დადასტურებაა, რომ პოლიტიკური დაკვეთით ხდება ზოგადად ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს.“ - განაცხადა ბოკერიამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)