|
2021-10-08 14:27:19, 7074 ნახვა
კულტურა
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს, მარია რესას და დმიტრი მურატოვს გადაეცათ
2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ორ ჟურნალისტს გადაეცა , ესენი არიან რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური გამოცემა „Rappler“-ის დამფუძნებელს, მარია რესას. მათ პრემია "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში გაწეული ძალისხმევისთვის, რაც რაც ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობისათვის" მიიღეს როგორც ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, მურატოვი მიუხედავად ყველაფრისა იცავადა ჟურნალიტების უფლებბს და ობიექტურობას.
„მიუხედავად თანამშრომლების მკვლელობისა და მუქარებისა, ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს უარი არ უთქვამს გაზეთს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე. ის თანმიმდევრულად იცავდა ჟურნალისტების უფლებებს", - განაცხადა ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა. ბერიტ რეის-ანდერსენმა ასევე აღნიშნა, რომ მურატოვს უწევს მუშაობა იმ პირობებში, როცა მის ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა იზრდება. რაც შეეხება, მარია რესას, ის უშუშრად იცავდა სირტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. „როგორც ჟურნალისტმა და გამოცემა „Rappler“-ის დამფუძნებელმა მარია რესამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სიტყვის თავისუფლების უშიშარმა დამცველმა. „Rappler“ კრიტიკულად აშუქებდა დუტერტეს რეჟიმის სკანდალურ და სისხლიან კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ", - განაცხადეს ნობელის კომიტეტში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)