03:38 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 11:45:49, 610 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება საყურადღებოა, სახეზე გვაქვს აცრის მასშტაბური კლება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა.

​მისივე თქმით, აცრის რიცხვი საკმაოდ დაკლებულია.

"ეპიდვითარება არის საყურადღებო, ვინაიდან ჩვენ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, ეს რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, აქედან გამომდინარე კვლავ ბუნდოვნად რჩება, როგორც ვაქცინაცია და ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის მხრიდან არის მოწოდებული.

აცრის რიცხვი არის დაკლებული, ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება და დღეს ჩვენ გვაქვს საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები და მერები, მნიშვნელოვანია მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო არსებული რესურსით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics