|
2021-10-08 10:38:05, 490 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით კიევი) - დრაგიცა პონორაცს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“. შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობას, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე, მესამე ქვეყნებთან, საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)