|
2021-10-07 18:56:42, 991 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - უახლოეს დღეებში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია
უახლოეს დღეებში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას ჩვენი მოქალაქეებისას ორი ძირითადი მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს. -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბისას განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ისინი მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება აქციას, მისი უსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. "მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველას, უახლოეს დღეებში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას ჩვენი მოქალაქეებისას ორი ძირითადი მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება და დავიხსნათ მესამე პრეზიდენტი. ასევე, რიგით ადამიანებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ სადამკვირვებლო მისიაში, თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში, სოციალური ქსელებით მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია და ჩაერთეთ უბნების დაცვაში. აქციის თარიღი უახლოეს დღეები გახდება ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე მოგაწოდებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)