|
2021-10-06 17:12:48, 931 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - საქართველო იქნება უფრო ძლიერი იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება
საქართველო შეიძლება იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება, თუ სასამართლო და კანონის უზენაესობა განიხილება, როგორც პატივისცემის ღირსი- ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა „Europetime“- თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს საერშაშორის მისეების დასკვბნებს არჩევნებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ კმაყოფილია იმ ცვლილეებით, რომელიც საარჩევნო კოდექსში იქნა შეტანილია. კოლასი, ჟურნალიტებზე გახშირებულ თავდასხმებსაც ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს მათი უსაფრთხოების პრობლემების გამო. „როგორც ვთქვით, „ევროკავშირიდან“ ჩემი კოლეგა ელჩებთან ერთად, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, დამკვირვებლებს ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ შეხვედრაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ შეიქმნა სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია და ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს. ამ განცხადებაში ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვქონდა რეკომენდებული, აუმჯობესებდა საკანონმდებლო ბაზას, რაც კარგია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის შემდეგ. ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება, განსაკუთრებით ჟურნალისტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება იყოს ჯანსაღი დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო. მე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის მნიშვნელობა, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და კანონის უზენაესობის მტკიცე ვალდებულებისა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)