|
2021-10-06 15:09:37, 899 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-უკრაინას შორის განხეთქილების საგანი ვერ გახდება
კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-უკრაინას შორის განხეთქილების საგანი ვერ გახდება. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში ჟურნალისტებთან აღნიშნა. მისი თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადაციაზე საუბარი არ ყოფილა. არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია და ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი. ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა თანამშრომლობის კუთხით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი,"- განაცხადა კახა კუჭავამ ცნობისვის, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)