|
2021-10-06 10:39:05, 738 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის
სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 30 ოქტომბერს ე.წ რეფერენდუმი ბოლომდე მისაყვანი და დარწმმუნებულია, რომ მოქალაქეები ქაოსსა და განვითარებას შორის არჩევანს განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ. „სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, წინ გველოდება მეორე ტური, ასე რომ, კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა ადამიანს. 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა პროცენტმა, პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი, დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის, ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)