05:14 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 11:29:13, 641 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობაზე, ბოლო წლების განმავლობაში, ბზარების მატება დაფიქსირდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაღის შენობის გამაგრების პროექტზე დაიწყო მუშაობა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდა, ამ ეტაპზე კი კედლების გამაგრება და არმირება მიმდინარეობს,  სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბაღის ფასადის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე ადგილზე  გაეცნო.

პროექტის ღირებულება 197 700 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics