|
2021-10-03 03:06:44, 967 ნახვა
პოლიტიკა
ხმაურია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში
ხმაურია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ოქმების შედგენის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს. წითლიძის განცხადებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი 88-ე, 63-ე, 66,-ე და მე-40 საუბნო კომისიის თავჯდომარეებს უკანონო ბრძანებას აძლევს, რომ ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, ვინაიდან სწორედ ამ უბნებზე ოპოზიცია იმარჯვებს. "საათზე მეტია ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ წამოიღონ ოქმები. მოვედი, რომ გავარკვიო და ვკითხო ქალბატონ მირანდას, რატომ გასცემს ან უკანონო დავალებებს. მან არ უარყო, რომ ეს ბრძანება იყო გაცემული დანარჩენს კი ყველაფერს უარყოფს. ისტერიკის გარდა კონკრეტული პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღე,"- ამბობს ანა წითლიძე. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის ბრალდებას, რომლის თნახმადაც მესხი "იძლევა ბრძანებას - უბნებზე, სადაც ოპოზიციაა გამარჯვებული, უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა ხელი არ მოაწერონ ამ ოქმებს".
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)